Accessibility links

logo-print

უკრაინამ შესაძლოა სამიტზე მოაწეროს ხელი ევროკავშირთან შეთანხმებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა მომავალი წლისთვის დაგეგმილ ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. კიევის ცენტრში, "ევრომაიდანზე" შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები განაგრძობენ საპროტესტო აქციას. დილით ევროპაში ინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი დაახლოებით ათასამდე დემონსტრანტი მოუწოდებდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, შეცვლოს გადაწყვეტილება და ვილნიუსის სამიტზე ხელი მოაწეროს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს. დემონსტრანტებმა სხვადასხვა საგნები დაუშინეს სამთავრობო შენობის დამცველ პოლიციელებს, რაზეც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზის გაშვებით უპასუხეს. პოლიციამ ძალით გაანთავისუფლა გრუშევსკის მოედნის ცენტრი, რომელიც დემონსტრანტებმა გადაკეტეს.
XS
SM
MD
LG