Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ბრიკს გააცნო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა. შეხვედრისას აღინიშნა, საქართველომ და ევროკავშირმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ბრიკს საფრანგეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას, მოახდინოს შეთანხმების პარაფირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG