Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური განცხადების შემუშავებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა


უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პარლამენტის მიერ სპეციალური განცხადების შემუშავებას ითხოვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა აუცილებლად დასაგმობია. ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება უნდა მოამზადოს. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის მხრიდან დარტყმის ობიექტი საქართველო იქნება, ამიტომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. სპეციალური განცხადების მომზადების ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს ხვალ მიმართავს.
XS
SM
MD
LG