Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანისთვის დაწესებულ ზოგიერთ სანქციას დეკემბერში გააუქმებს


ევროკავშირი დიდი ალბათობით ირანისათვის დაწესებულ ზოგიერთ სანქციას დეკემბრისათვის გააუქმებს, რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ექვს სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთახმების ნაწილია. საგანგებოდ ირანის სანქციების გაუქმების საკითხზე, ლორან ფაბიუსის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ დეკემბერში იმსჯელებენ. კვირას ირანი დათანხმდა შეწყვიტოს ბირთვული საქმიანობის გარკვეული ნაწილი, მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG