Accessibility links

logo-print

სირიის კონფლიქტის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკება იანვარში გაიმართება


გაეროს თანახმად, სირიის კონფლიქტის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 22 იანვარს გაიმართება. გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ჟენევა 2“ -ის შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება "ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც სირიელი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებაა“. ამასთან განცხადებაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაესწრება მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. რუსეთი დაჟინებით ითხოვს მოლაპარაკების პროცესში ირანის ჩართვას, რასაც აშშ-ი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უპირისპირდებიან. 2011 წლის მარტიდან, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად 100 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG