Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებათადამცველები მოუწოდებენ ავღანეთს არ აღადგინოს „ჩაქოლვის“ პრაქტიკა


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ მოუწოდებს ავღანეთის ხელისუფლებას უარი თქვას განზრახვაზე, აღადგინოს ჩაქოლვით დასჯა მრუშობის გამო. „შოკისმომგვრელია, რომ თალიბანის რეჟიმის დამხობიდან 12 წლის შემდეგ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციამ შეიძლება აღადგინოს ჩაქოლვით დასჯის ტრადიცია“, - ნათქვამია ორგანიზაციის დირექტორის ბრედ ადამსის განცხადებაში. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ავღანეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძვანელობით სასჯელის კოდექსის პროექტზე მუშაობს, შეიმუშავა „მორალური დანაშაულის“ საფუძვლები, რაც ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირის გამო ჩაქოლვით დასჯას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG