Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა იმ დემონსტრანტებისთვის სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც კიევის ცენტრში მართავენ აქციებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მოთხოვნით. ათასობით დემონსტრანტმა მოუწოდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან პოლიტიკურ და სავაჭრო ხელშეკრულებებს. დროდადრო დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა ხდება. აქციის მონაწილეებისთვის მიწერილ წერილში ტიმოშენკო ამბობს: „თქვენთან ერთიანობის ნიშნად, ვაცხადებ უვადო შიმშილობას და იანუკოვიჩისგან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოვითხოვ“. ასეთ ფონზე, ევროკავშირმა ორშაბათს რუსეთს ბრალი დასდო უკრაინის ზეწოლის გზით იძულებაში უარი ეთქვა ბლოკთან ხელშეკრულებაზე. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერენ, რომ მკვეთრად უარყოფითად აფასებენ რუსეთის პოზიციას და ქმედებებს. მათი თქმით, უკრაინის მხრიდან ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა - რაც ვილნიუსში ამ კვირაში უნდა მოხდეს - კვლავაც ძალაში რჩება.
XS
SM
MD
LG