Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ პასუხი გასცა ირანთან შეთანხმების გამაკრიტიკებლებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანთან ახალი საერთაშორისო შეთანხმების კრიტიკოსებს პასუხობს. სან ფრანცისკოში გამოსვლისას ობამამ აღნიშნა, რომ კრიტიკოსები პოლიტიკური თამაშებით არიან გართულნი, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ შეთანხმებას, რომელიც საუკეთესოა ამერიკის უსაფრთხოებისთვის. „მკაცრი ლაპარაკი და მუქარა შესაძლოა, ყველაზე იოლი იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა, არასწორი ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. ირანთან მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა ისრაელმა და აშშ-ში ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა. ისინი თვლიან, რომ ახალი შეთანხმება უპირატეს პოზიციას ანიჭებს ირანს და ასუსტებს მსოფლიოს ზეწოლას ისლამურ რესპუბლიკაზე. ჟენევაში მიღწეული შეთანხმებით ირანი შეაჩერებს ბირთვული პროგრამის ზოგიერთ ნაწილს. სანაცვლოდ კი მის მიმართ შესუსტდება ეკონომიკური სანქციები.
XS
SM
MD
LG