Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ კვლავ სცნო მეზღვაურთა ქართული დიპლომები


ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დააფასეს საქართველოს ძალისხმევა - მეზღვაურთა სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და მეზღვაურთა ქართული დიპლომების მფლობელებს ევროკავშირის დროშით მცურავ გემებზე მუშაობის ნება დართო. 22 ნოემბერს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეფასებითი სამუშაო, რამაც აჩვენა, რომ საქართველომ „გადადგა აუცილებელი ნაბიჯები სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“. საქართველომ მთლიანად შეცვალა კანონმდებლობა და მიიღო ეფექტური ზომები ყალბი დიპლომების გაცემის პრევენციისთვის. ევროკომისია მეზღვაურთა ქართულ დიპლომებს არ სცნობს 2010 წლის ნოემბრიდან. მაშინ მიზეზად დასახელდა „ყალბ დიპლომებთან დაკავშირებული მასშტაბური პრობლემა“ და ნაოსნობის სკოლებზე არაეფექტიანი მონიტორინგი. სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისია ეხმარებოდა საქართველოს სანაოსნო განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. 2012 წლის სექტემბერში მეზღვაურთა ქართული დიპლომების ხელახლა აღიარება მოითხოვა კვიპროსმა. 2012 წლის ოქტომბერში ევროპის სანაოსნო უსაფრთხოების სააგენტომ შეაფასა სისტემა.
XS
SM
MD
LG