Accessibility links

logo-print

საფრანგეთი 1000 ჯარისკაცს გააგზავნის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


საფრანგეთი 1000 ჯარისკაცს გააგზავნის ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში აფრიკის კავშირის ძალების მხარდასაჭერად. მიზანია, არ დაუშვან ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება. ორშაბათს გაერომ გააკეთა განცხადება ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მასობრივი მკვლელობების და ქაოსის საფრთხეზე მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა შარშან მთავრობა დაამხეს. მოსალოდნელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მხარს დაუჭერს ამ რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების განთავსებას. ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც 4,5 მილიონს შეადგენს, ვითარება სულ უფრო უარესდება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ძალადობის შედეგად.
XS
SM
MD
LG