Accessibility links

ვილნიუსის დეკლარაციის პროექტში აღარ ახსენებენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას


ევროკავშირმა ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტში შეიტანა ცვლილება, რომელიც ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. დეკლარაციის პროექტს ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გაეცნო. ტექსტში აღარაა ნახსენები ევროკავშირის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას აძლევს ბლოკში შესვლის თხოვნის უფლებას, „თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს“. ეს მუხლი ნახსენები იყო დეკლარაციის წინა პროექტში. დეკლარაციას 29 ნოემბერს უნდა მოაწერონ ხელი უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG