Accessibility links

logo-print

ერევანში აპროტესტებენ „საბაჟო კავშირში“ სომხეთის შესვლას


ერევანში ათობით ადამიანი შეიკრიბა სომხეთის პრეზიდენტის სასახლესთან და მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა გააუქმოს გადაწყვეტილება „საბაჟო კავშირში“ შესვლის შესახებ. „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანებული არიან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი. დღევანდელი დემონსტრაციის ორგანიზატორია პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პარუირ ჰაირიკიანი. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით „არა საბაჟო კავშირს“, „არა რუსეთის იმპერიას“, „ვილნიუსი, ან გადადექი!“ მიმდინარე თვეში სომხეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს „ევროკავშირის ეკონომიკურ კომისიასთან“ თანამშრომლობის შესახებ. ეს კომისია მეთვალყურეობს „საბაჟო კავშირში“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინტეგრაციის პროცესს. ევროკომისარ შტეფან ფიულეს განცხადებით, ერევანი ვერ შეძლებს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, თუ ის „საბაჟო კავშირში“ შესვლას აპირებს.
XS
SM
MD
LG