Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში აქციას მართავენ ევროპული ინტეგრაციის მომხრე სტუდენტები


კიევში შეიკრიბა უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მომხრე ათასობით სტუდენტი, რომელიც აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომლებიც კიევში, შევჩენკოს მოედანზე შეკრებილ სტუდენებს მიმართავენ, არის პარტია „უდარის“ ხელმძღვანელი, ვიტალი კლიჩკო. დემონსტრანტები მთავრობისაგან მოითხოვენ, შეცვალოს გადაწყვეტილება და მიმდინარე კვირაში, ვილნიუსის სამიტზე, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ ორშაბათს შიმშილობა გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
XS
SM
MD
LG