Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს არასამთავრობო ორგანიზაციის ექვსი მუშაკი


ავღანეთის ჩრდილოეთში სავარაუდოდ თალიბანის ექსტრემისტებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს განვითარების ფრანგული სააგენტოს ექვსი ავღანელი თანამშრომელი. პროვინციის მმართველის პრესმდივნის ცნობით, ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს ავღანელი მუშაკები მაშინ მოკლეს, როცა ისინი ქალაქ მაიმანადან ალმარის რაიონში მიემგზავრებოდნენ. პრესმდივნის ცნობით, „თალიბანის მეამბოხეებმა“ მანქანა გააჩერეს და მგზავრები დახოცეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი. პარიზში სააგენტოს სათაო ოფისმა განცხადება გაავრცელა და მკვლელობები დაგმო. ეს სააგენტო ავღანეთში 34 სარეკონსტრუქციო პროექტს ამუშავებს და შარშან 864 ავღანელი ჰყავდა სამსახურში აყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG