Accessibility links

logo-print

რუსეთის მთავრობის განცხადებით, დააკავეს რადიკალი ისლამისტები


რუსეთის მთავრობის განცხადებით, მოსკოვში 15 რადიკალი ისლამისტი იქნა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ტაკფირ ვალ-ჰიჯრას სახელით ცნობილი დაჯგუფების 14 წევრს თავიანთ სახლებში მიაგნეს, სადაც ისინი იარაღს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს მალავდნენ. ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი ასევე მოსკოვში, სხვა მისამართზე დააკავეს. სამინისტროს თქმით, ჯგუფი თავისი ქმედებების დაფინანსებას „ზოგადი დანაშაულების ჩადენით“ ახერხებდა. ტაკფირ ვალ-ჰიჯრა ეგვიპტეში 1960-იან წლებში შეიქმნა. რუსეთში ორგანიზაცია 2010 წელს აკრძალეს. გავრცელებული ვარაუდით, ამ ჯგუფს კავშირები აქვს ალ-ყაიდასთან ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. რუსეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ფონზე.
XS
SM
MD
LG