Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო განიხილავს საფრანგეთში სახის შებურვის აკრძალვაზე საჩივარს


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაიწყო განხილვა საჩივრის, რომელიც საფრანგეთის მიერ ისლამური წესით სახის შებურვის აკრძალვას ეხება. საფრანგეთმა საჯარო ადგილებში სახის შებურვა 2011 წელს აკრძალა. ამ აკრძალვის დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან, ან სამოქალაქო საკითხებში კურსების გავლა მოუწევთ. სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა მუსლიმმა ქალმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს „აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების“ მის უფლებებს. კანონის მომხრეები სასამართლოს მისი შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. ქალთა უფლებების საერთაშორისო ლიგა აცხადებს, რომ ეს კანონი „არც ერთი თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება თავისუფლებას და ღირსებას“. ლიგის აზრით, მთელი სახის შებურვის მოთხოვნა წარმოადგენს „ქალის, როგორც საჯარო სფეროში არსებული ინდივიდის, რეალურ გაქრობას“. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას თვეები დასჭირდება. საფრანგეთში დასავლეთ ევროპის უდიდესი მუსლიმური უმცირესობა ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG