Accessibility links

logo-print

28 ნოემბრიდან სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი პირები 50%-იანი შეღავათებით ისარგებლებენ


28 ნოემბრიდან სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი პირები 50%-იანი შეღავათებით ისარგებლებენ. სამარშრუტო ტაქსებში სატრანსპორტო შეღავათების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბერს მიიღო საკრებულოს სხდომაზე. ამასთან დაკავშირებით, თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ბიუჯეტით განისაზღვრა 300 000 ლარი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სამარშუტო ტაქსებში სატრანსპორტო შეღავათებისათვის დაიხარჯება. შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მერიის ინიციატივით მიიღო.
XS
SM
MD
LG