Accessibility links

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის თოქშოუ ჰომოფობიური გამონათქვამების გამო შეაჩერეს


ამერიკულმა ტელეარხმა MSNBC-მ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის საღამოს თოქშოუ გააუქმა. მსახიობი ჰომოფობიურ გამონათქვამებში დაადანაშაულეს. თუმცა თოქშოუს დახურვის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რამდენიმე ხნის წინ, ალეკ ბოლდუინს კონფლიქტი მოუვიდა ფოტოგრაფთან, რომელიც სახლის სიახლოვეს შენიშნა და მის მიმათ ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა. მოგვიანებით, მსახიობმა ფოტოგრაფს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მან უარყო, რომ მისი გამონათქვამები სექსუალური უმცირესობის მისამართით იყო გამოყენებული.
XS
SM
MD
LG