Accessibility links

logo-print

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან სილვიო ბერლუსკონის გარიცხვას


იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის გარიცხვას. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სასამართლოს მიერ ბერლუსკონის დამნაშავედ ცნობა გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებით. სენატში კენჭისყრის ჩატარებამდე, ბერლუსკონიმ რომში თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ დღე, როცა ასეთ ნაბიჯს დგამენ, იტალიის დემოკრატიისათვის გლოვის დღე გახდება. სენატორების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 77 წლის ბერლუსკონიმ დაკარგა პარლამენტარის იმუნიტეტი და ექვსი წელი ვეღარ მოიპოვებს დეპუტატის მანდატს, მაგრამ ის ჯერ კიდევ რჩება თავისი პარტიის, „ფორცა იტალიას“ თავმჯდომარის პოსტზე და მოსალოდნელია, რომ კვლავაც იქონიებს გავლენას იტალიის პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG