Accessibility links

ინგუშეთში ორი შეიარაღებული პირი მოკლეს


ინგუშეთში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ორი შეიარაღებული პირი. იუწყებიან, რომ დაიჭრა უშიშროების ძალების ერთი წევრი. რუსეთის სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქ ნაზრანის მახლობლად მდებარე სოფელში, კერძო სახლში მყოფმა შაიარაღებულმა პირებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე. ამასთან, მათ სახლიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს ორ ქალსა და ოთხ ბავშვს. ინგუშეთის მეზობელ დაღესტანში კი სამშაბათს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა სამი შეიარაღებული პირი.
XS
SM
MD
LG