Accessibility links

სირიის მთავრობა და ოპოზიცია აპირებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას


სირიის მთავრობა და ოპოზიციური კოალიცია ადასტურებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 22 იანვარს ჟენევაში უნდა გაიმართოს. თუმცა, არც ერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას. სირიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამთავრობო დელეგაცია ჟენევაში ძალაუფლების დასათმობად არ მიდის, არამედ კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრაზე მსჯელობას აპირებს. სირიის ოპოზიციის ეროვნული კოალიციის ლიდერმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისგან ის მოელის გარდამავალი მთავრობის შექმნისაკენ ნაბიჯის გადადგმას. სირიის ოპოზიციის ლიდერი აგრეთვე მიესალმება ირანის მონაწილეობას მოლაპარაკებებში, თუკი თეირანი შეწყვეტს მთავრობის მხარეს მებრძოლი ძალების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG