Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს მასპინძლობს


ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ლიტვა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. ვილნიუსში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სამიტის მასპინძლები არიან ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტები იმართება ყოველ ორ წელიწადში. პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს ჩეხეთის დედაქალაქში ჩატარდა, მეორე კი 2011 წლის შემოდგომაზე ვარშავაში. ამ სამიტებზე მსჯელობენ აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდგომი ორი წლის ამოცანებზე. სამიტის შედეგები აისახება ერთობლივ დეკლარაციაში.

XS
SM
MD
LG