Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს კიევის გადაწყვეტილების გამო


ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უკრაინის გადაწყვეტილების გამო, ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამ საკითხზე ვილნიუსში სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ: „ჩემთვის დასანანია (უკრაინის) ეს გადაწყვეტილება. ეს იყო უნიკალური შანსი, შეცვლილიყო უკრაინაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების დამთრგუნველი ტენდენცია და ბიძგი მისცემოდა ახალ კრედიტებზე შესათანხმებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს. ახლა გადაიდება მოდერნიზაციისა და ინვესტიციების ბევრი ახალი შანსი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოუტანდა უკრაინასა და მის მოქალაქეებს“, განაცხადა შტეფან ფიულემ ვილნიუსში. მისი გამოსვლა წინ უსწრებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ოფიციალურ გახსნას საზეიმო ვახშმით, რომელზეც იკრიბებიან ევროკავშირის ლიდერები, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსიის - ოფიციალური წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG