Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში დემონსტრანტებმა დენი გაუთიშეს პოლიციის სამმართველოს


ტაილანდელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, ბანკოკში დენი გაუთიშეს პოლიციის სამმართველოს და მის მიმდებარე საავადმყოფოს. მანამდე ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ინგლუკ შინავატრამ, რომელსაც პარლამენტში გამართული კენჭისყრისას ნდობა გამოუცხადეს, დემონსტრანტებს მოუწოდა აქციების შეწყვეტისაკენ. პრემიერ-მინისტრმა ტელემიმართვაში შეშფოთება გამოთქვა, რომ დემონსტრაციებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ეკონომიკას. ტაილანდში კვირას დაიწყო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებმაც სამინისტროებს და მთავრობის სხვა უწყებებს მიაშურეს მათ დასახურად. აქციები უმეტესწილად მშვიდობიანია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ინგლუკ შინავატრას მთავრობას სინამდვილეში მისი ძმა, ტაილანდის ყოფილი ლიდერი ტაქსინ შინავატრა აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG