Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი: ჩვენი ქვეყანა ექცევა ევროინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას საქართველოსთვის ისტორიულ დღეს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. “ამიერიდან, საქართველოს ევროპული ინტერგაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და ჩვენი ქვეყანა ექცევა ევროინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში” - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. საქართველოს ხელისუფლება ელის, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის სექტემბერში მოხდება, მომავალი წლის ბოლოდან კი დოკუმენტი იფიციალურად ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG