Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს


ვილნიუსში, სავარაუდოდ, გაიმართება ევროკავშირის ლიდერებთან უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა. გეგმით, იანუკოვიჩი ხუთშაბათს უნდა დაესწროს ოფიციალურ ვახშამს, რომლითაც ლიტვის დედაქალაქში გაიხსნება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი. გასულ კვირაში უკრაინამ გამოაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მიუხედავად იმისა, რომ ამის მოლოდინი არსებობდა. იანუკოვიჩის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისათვის არ შეუთავაზებია საკმარისი დახმარება. ამასთან, უკრაინას არ შეუსრულებია ევროკავშირის მოთხოვნა, გაათავისუფლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. ამის ნაცვლად, იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ განამტკიცებს ურთიერთობას მეზობელ რუსეთთან. უკრაინაში დღესაც გრძელდება აქციები, რომელთა მონაწილე ათასობით დემონსტრანტი მოითხოვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG