Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო სამუშაო სადილს


საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა სამუშაო სადილს დაესწრო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადილზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებს სიტყვითაც მიმართა. ჟურნალისტების კითხვას, როგორი განწყობა აქვს, გიორგი მარგველაშვილმა, უპასუხა - "ბედნიერი ვარ". ოფიციალური სადილით პრეზიდენტმა 28 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრები დაასრულა. 29 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლენარულ სესიაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის მიმართვა დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG