Accessibility links

logo-print

მოსკოვში მართლმადიდებელი აქტივისტები შეეცადნენ სპექტაკლის ჩაშლას


მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის მხატვრულ თეატრში, მართლმადიდებელი აქტივისტები შეეცადნენ ჩაეშალათ სპექტაკლი „იდეალური ქმარი. კომედია“. თავიანთი ქმედება მათ იმით ახსნეს, რომ სპექტაკლის შინაარსი შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. სპექტაკლის მსვლელობის დროს ისინი ავიდნენ სცენაზე შეძახილებით: „ეს მკრეხელობაა“. თეატრის დაცვამ ისინი დარბაზიდან გააძევა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, გროვდება ხელმოწერები, სპექტაკლის ასაკრძალად. სპექტაკლი - „იდეალური ქმარი. კომედია“ ოსკარ უაილდის ნაწარმოების მიხედვით ერთი წლის წინ კონსტანტინ ბოგომოლოვმა დადგა.
XS
SM
MD
LG