Accessibility links

logo-print

ვიქტორ იანუკოვიჩს საპროტესტო აქციით დახვდნენ ვილნიუსში


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ვილნიუსში საპროტესტო აქციით დახვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, რამდენიმე ასეული მოქალაქე გრანდ პალასთან შეიკრიბა, სადაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერების ოფიციალური სადილი გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსულ და ინგლისურ ენაზე სკანდირებდნენ "უკრაინა ევროპაა", "ევროკავშირო, ჩვენ შენ გვჭირდები", "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, ანალოგიური წარწერებით. ოფიციალური დელეგაციების ესკორტები დემონსტრაციაზე შეკრებილებმა უკრაინის დროშის ფრიალითა და შეძახილებით გააცილეს. ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
XS
SM
MD
LG