ირინა გურული ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილზე
29 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი. მან ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებსა და იმ ამოცანებზე, რომელთა დაძლევაც მოუწევს საქართველოს ევროპის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.