Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა უფლებების დამცველებს გადასცემენ კატო მიქელაძის სახელობის პრემიას


დღეს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში“ კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულს დაასახელებს. წელს ეს პრემია პირველად გაიცემა და ის ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს. პრემია გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს, რომელიც ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გამოავლინა. წლევანდელი ნომინანტები არიან თინათინ მესხი, ეკატერინე აღდგომელაშვილი, მეგი ბიბილური. კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო. როგორც ქალთა ფონდში აცხადებენ, პროექტის მიზანია, წარმოაჩინონ ის მემკვიდრეობა, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებედამცველებს გააჩნიათ. ასევე, ეს არის მცდელობა არ მიეცნენ დავიწყებას ის ქალები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოში ქალთა უფლებების მოსაპოვებლად. ღონისძიება ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG