Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი: კიევს სურს „უახლოეს მომავალში“ მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას


უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, კიევს სურს „უახლოეს მომავალში“ მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მიუხედავად იმისა, რომ ხელის მოწერაზე უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე. „ვადასტურებ უკრაინის სურვილს, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას“, განაცხადა იანუკოვიჩმა ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას. უკრაინაში დღესაც გრძელდება აქციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ უკრაინის უარს ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG