Accessibility links

მთავრობამ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი


საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 9 014 000 000 ლარი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ აცნობა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ დაამტკიცა და დღესვე პარლამენტს გაეგზავნება. ხადურის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი გათვლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდაზე.
XS
SM
MD
LG