Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლული იპოვეს წინა დღეს დაკავებული 18 ადამიანი


ერაყში პოლიციამ აღმოაჩინა 18 ადამიანის გვამები. საქმე ეხება პირებს, რომლებიც წინა დღეს შინიდან წაიყვანეს სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა პირებმა. უშიშროების უწყების წარმომადგენლების და მედიკოსების ცნობით, გვამები პარასკევს იპოვეს ბაღდადის ჩრდილოეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარე მეშადაში. როგორც იუწყებიან, გამტაცებლებმა 18 პირის დაკავებამდე მათ ოჯახებს უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა სხვადასხვა გამოძიებას და დაკავებულები დასაკითხად მიჰყავდათ. ამავე კვირაში პოლიციამ 13 გვამი იპოვა ბაღდადის მახლობლად, სხვადასხვა ადგილას.
XS
SM
MD
LG