Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი: დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას


ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა.
მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ გერმანია მომავალშიც იქნება საიმედო პარტნიორი სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. დევიდ კამერონის მისალოც წერილში კი ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მხარე ითანამშრომლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ისეთი დემოკრატია, როგორსაც საქართველო იმსახურებს. დევიდ კამერონი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს დემოკრატიზაციისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG