რუსეთში პროკურორმა მოითხოვა ცხრა წელი პატიმრობა ბალეტის მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკოსათვის, რომელიც ბრალდებულია დიდი თეატრის სამხეტვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმის ორგანიზებაში. დმიტრიჩენკო თავს უდანაშაულოდ ცნობს. სერგეი ფილინს წელს, 17 იანვარს სახეში შეასხეს მჟავა, რის შედეგადაც მან მძიმე დამწვრობა მიიღო. მას მხედველობაც შეეზღუდა. დღესვე პროკურორმა 10 წლით პატიმრობა მოითხოვა თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული პირის, იური ზარუტსკისთვის და ექვსი წელი მძღოლისათვის, რომელმაც ზარუტსკი ინციდენტის ადგილას მიიყვანა.
ყველაზე პოპულარული
1