Accessibility links

logo-print

დასავლელი ლიდერები აკრიტიკებენ უკრაინასთან მიმართებით მოსკოვის ქმედებას


დასავლელი ლიდერები მოსკოვს აკრიტიკებენ ზემოქმედების გამო, რომელმაც, მათი აზრით, კიევს გადააწყვეტინა, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ვილნიუსში, ევროკავშირის აღმოსავლეთის სამიტის ბოლოს განაცხადა, რომ „ევროპაში შეზღუდული სუვერენობის ეპოქა“ დასრულებულია. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა მოწოდებით, გადაილახოს „მენტალობა - ან ისინი ან ჩვენ“. ცივი ომი დამთავრდაო, დასძინა მერკელმა. ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უკრაინაზე მოსკოვის ძლიერი ზეწოლა განხორციელდა, განსაკუთრებით გაზის საკითხით, რათა კიევს ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასულ კვირაში მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ასოცირების შეთანხმებაზე ვილნიუსში ხელმოწერას. ამასობაში, უკრაინაში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG