Accessibility links

logo-print

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის. როგორც სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარასკევს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის დადგენილებით, „სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვლება სახელწოდებით „სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში“. ზააქარეიშვილის განმარტებით, „ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. „შერიგების“ კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობა“ - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. ამ უწყების დასახელებაში სიტყვა „რეინტეგრაცია“ აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცველია", განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
XS
SM
MD
LG