Accessibility links

logo-print

სირიის პრემიერი ირანში ჩავიდა


სირიის პრემიერ-მინისტრი თეირანში ჩავიდა მასპინძელი ქვეყნის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. საუბრის თემა ჟენევის კონფერენციააა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს სირიაში სამოქალაქო ომს. სამდღიან ვიზიტის დროს უაელ ალ ჰალყი შეხვდება პრეზიდენტ როჰანის, საგარეო საქმეთა მინისტრს, ზარიფს და უზენაესი უსაფრთხოების საბჭოს თაჯმდომარეს, ალი შამხანის. ჰალყიმ განაცხადა, რომ სირიის კრიზისს გარდა მოილაპარაკებენ ორმხრივ ურთიერთობაზე, ენერგეტიკის სფეროში, ნავთობის ექსპორტის და ინფრასტრუქტურის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა სირიამ, რომ „ჟენევა ორის“სახელით ცნობილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი რეგიონული მხარდამჭერია. არ არის ჯერ ცხადი, მიიღებს თუ არა ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობას ირანი.
XS
SM
MD
LG