Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციის დაშლისას არის დაზარალებულები


კიევში ევროინტეგრაციის მომხრეთა დემონსტრაციის დაშლისას არის დაზარალებულები. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დამოუკიდებლობის მონუმენტთან სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ათასამდე დემონსტრანტი იყო დარჩენილი. ახალგაზრდებს, მათ შორის ქალებს, რომლებმაც მონუმენტთან გაათიეს ღამე, ხელკეტები ურტყეს, მიწაზე ათრიეს, ფეხებით სცემეს. სულ ცოტა 30 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. „მაიდანი მხეცურად გაწმინდეს. ათობით დაშავდა. ათობით დააკავეს. ასეთი რამ უკრაინას არ ახსოვს“, დაწერა მოვლენათა თვითმხილველმა, სახელმწიფო რადის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანდრეი შევჩენკომ თავის ტვიტერზე. მისი სიტყვებით, შტურმი დილის ოთხ საათზე დაიწყო. 21 ნოემბრიდან მოკიდებული, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უვადო აქცია მიმდინარეობდა ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, რომ ხელი მოეწერა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისთვის. 29 ნოემბერს სახელმწიფოს მეთაურმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელსაც ვილნიუსმა უმასპინძლა.
XS
SM
MD
LG