Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის იკისროს სირიის ქიმიური არსენალის ლიკვიდაცია


ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის იკისროს სირიის ქიმიური არსენალის ლიკვიდაცია. შაბათს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია 2014 წლის შუაში ჩატარდება ამერიკის გემზე, სავარაუდოდ ხმელთაშუა ზღვაში. ორგანიზაცია იტყობინება ასევე, რომ 35 კომპანია მზად არის, საამისოდ სამრეწველო ნაგავსაწვავი ღუმელების შესათავაზებლად. მათ მიაჩნიათ, რომ მომწამვლელი გაზის ამ მეთოდით განადგურება ყველაზე უფრო უვნებელია. სირია დათანხმდა თავისი ქიმიური არსენალის ლიკვიდაციას, რათა თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დარტყმას, რომლითაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს დაემუქრნენ მას მერე, რაც აგვისტოში მეამბოხეთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური გაზი. ამ იერიშის შედეგად ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG