Accessibility links

logo-print

ნამიბიაში იპოვეს ავიაკომპანია „მოზამბიკ ერლაინსის“ თვითმფრინავის დამწვარი ნამსხვრევები


ნამიბიაში იპოვეს ავიაკომპანია „მოზამბიკ ერლაინსის“ თვითმფრინავის დამწვარი ნამსხვრევები. ავარიისას დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 28 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ნამიბიის პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა ვარტერბერხის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ბოტსვანისა და ანგოლის საზღვრის მახლობლად. როგორც იტყობინებიან, თვითმფრინავი, რომელიც მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტუდან ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში მიფრინავდა, მთლიანად დაიწვა. ავარია პარასკევს საღამოს მოხდა.
XS
SM
MD
LG