Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაგმო უკრაინის მილიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათს დაგმო უკრაინის მილიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეიცავს უკრაინის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, პატივი სცეს მოქალაქეთა აზრის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, როგორც „ჯანსაღი დემოკრატიის“ საფუძვლებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უნივერსალური ღირებულებების“ პატივისცემაზეა დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის პარტნიორული ურთიერთობები. დოკუმენტი გამოქვეყნებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე. ამავე დროს მასში მხარდაჭერაა გამოთქმული უკრაინის მოქალაქეების სურვილის მიმართ, მიაღწიონ „აყვავებულ ევროპულ დემოკრატიას“. ევროპული ინტეგრაცია ეკონომიკური ზრდისა და უკრაინის დემოკრატიის გაძლიერების ყველაზე სანდო გზა არის, აღნიშნულია დოკუმენტში.
XS
SM
MD
LG