Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოს ცენტრში პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპ


შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ცენტრში პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან სამი ვერტმფრენში იჯდა, ხუთი კი იმყოფებოდა ლუდხანაში, რომელსაც დაეცა ვერტმფრენი. კიდევ 14 ადამიანს საავადმყოფოში უწევენ დახმარებას. როგორც იტყობინებიან, მათი მდგომარეობა „ძალზე სერიოზულია“. ხელისუფლების თანახმად, ავარიის დროს ლუდხანაში სულ ცოტა 120 ადამიანი იყო. ვერტმფრენში სამოქალაქო მფრინავი და ორი პოლიციელი იმყოფებოდნენ. ავარიის ადგილი გადაკეტილია. სპეციალისტები არკვევენ ავარიის მიზეზებს.
XS
SM
MD
LG