Accessibility links

logo-print

ბანგკოკში ქუჩის შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტამდე დაშავდა


შაბათს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში დემონსტრანტებსა და პოლიციას, აგრეთვე ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და თხუთმეტამდე დაშავდა. კვირისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქციის გაგრძელება. პოლიციის ნაწილები კონცენტრირებულია მთავრობის შენობასთან, რომლის შტურმის შესახებაც გამოაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის ლოზუნგით მიმდინარეობს. ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, იინგლაკ შინავატრას ძმა თაქსინ შინავატრა, რომელიც 2006 წელს იქნა ჩამოგდებული, კვლავაც გავლენას ახდენს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG