Accessibility links

logo-print

კიევში დემონსტრანტები გადაჯგუფდნენ მილიციის მხრიდან მათ მიმართ ძალის გამოყენების შემდეგ


კიევში ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა წმინდა მიხეილის მონასტრის მახლობლად, მას მერე, რაც მილიციამ ძალა გამოიყენა მათ დასაშლელად დამოუკიდებლობის მოედანზე. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დამოუკიდებლობის მონუმენტთან სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ათასამდე დემონსტრანტი იყო დარჩენილი. ახალგაზრდებს, მათ შორის ქალებს, რომლებმაც მონუმენტთან გაათიეს ღამე, ხელკეტები ურტყეს, მიწაზე ათრიეს, ფეხებით სცემეს. სულ ცოტა 30 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 35 დემონსტრანტი დააპატიმრეს მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მაგრამ ისინი შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და რიგგაარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. პარასკევს ათი ათასამდე დემონსტრანტმა მოითხოვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა იმის გამო, რომ მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელსაც ვილნიუსმა უმასპინძლა. დღეს იანუკოვიჩმა დაგმო კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და განაცხადა, რომ დამნაშავეები დასჯილ იქნებიან.
XS
SM
MD
LG