Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ერთი სქესის პირთა ქორწინების ლეგალიზაციაზე


ხორვატიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი იმის შესახებ, განსაზღვრული უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციით ქორწინება, როგორც მხოლოდ „მამაკაცისა და ქალის“ კავშირი. კენჭისყრის ინიციატივით გამოვიდნენ კათოლიკური ეკლესია და ოპოზიციონერი კონსერვატორები ხორვატიის დემოკრატიული პარტიიდან. ზორან მილანოვიჩის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ ადრე განაცხადა, რომ ხორვატიაში, რომელიც ახლახან გახდა ევროკავშირის წევრი, შესაძლებელია მოხდეს ერთსქესიანი კავშირების ლეგალიზაცია. მთავრობა, ადამიანის უფლებების დამცველები და ქვეყნის მთელი რიგი ცნობილი ადამიანი ეწინააღმდეგებოდნენ რეფერენდუმს. მაგრამ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ხორვატების 70 პროცენტამდე მხარს დაუჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის კავშირების დაკანონებას.
XS
SM
MD
LG