Accessibility links

logo-print

ბანკოკში უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ


ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ გზა გაეკვლიათ პრემიერ-მინისტრის ოფისისა და ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისკენ. ტაილანდში გასულ თვეში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები - რომლის მონაწილენი პრემიერ-მინისტრ იინგლაკ შინავატრას გადადგომას მოითხოვდნენ, მშვიდობიანი ხასიათის იყო. დაძაბულობამ შაბათს საღამოს იმატა, როცა მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკებისას უცნობმა პირებმა სროლა ატეხეს. სამი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG