Accessibility links

გაერო: ავღანეთში ჰუმანიტარული მისიის თანამშრომელთათვის რისკი იზრდება


გაერომ შეშფოთება გამოხატა ავღანეთში ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვის ზრდის გამო. წუხელ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთში ჰუმანიტარული სფეროს ათი თანამშრომლის სიკვდილი ამ ქვეყანაში მათთვის რისკის ზრდაზე მიუთითებს. განცხადების თანახმად, საგანგაშო ტენდენცია გაჩნდა მაშინ, როცა ავღანეთი რთულ გარდამავალ ვითარებაშია, რაც, სხვათა შორის, ავღანეთიდან უცხო ქვეყნების სამხედრო შენაერთების გაყვანასთანაცაა დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG