Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ


უკრაინის ოპოზიციური პარტია „სვობოდა“ აცხადებს, რომ მისმა წევრებმა კიევის მერიის შენობა დაიკავეს კვირას მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ამის შესახებ დემონსტრანტებს დამოუკიდებლობის მოედანზე განუცხადა თავის მიმართვაში „სვობოდის“ ლიდერმა, ოლეგ ტიაგნიბოკმა. იგი საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა. კიევის მილიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ოლგა ბილიკმა დაადასტურა, რომ მერიის შენობა დაკავებულია და თქვა, რომ სამართალდამცველები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოფისში შეჭრილებთან. უკრაინის ტელევიზიის პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, როგორ ცდილობდნენ დემონსტრანტები ბულდოზერით მიახლოვებოდნენ პრეზიდენტის სასახლეს. იტარ-ტასის ცნობით, დემონსტრანტთა ჯგუფმა დაიკავა კიევის პროფკავშირების შენობა. დემონსტრაციები გაიმართა უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG